ევრობასკეტი 2022 | სერბეთმა შვეიცარიასთან 13-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და ჯგუფში მეოთხე მატჩი მოიგო
ევრობასკეტი 2022 | სერბეთმა შვეიცარიასთან 13-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და ჯგუფში მეოთხე მატჩი მოიგო

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის ბაბლი თბილისში მიმდინარეობს. დასკვნითი ტური სერბეთისა და შვეიცარიის მატჩით გაიხსნა.

ამ გუნდებს შორის წინა შეხვედრა შვეიცარიელებს ჰქონდათ მოგებული და ამ შემთხვევაშიც ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან – მესამე პერიოდში 13-ქულიანი (66:53) უპირატესობა მოიპოვეს.

თუმცა გამოცდილებამ თავისი გაიტანა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა სერბეთმა მეოთხე პერიოდი მაღალ დონეზე ჩაატარა და 88:81 მოიგო.