ევრობასკეტი 2022 | საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების შემადგენლობები (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთთან მატჩამდე (28 ნოემბერი, 21:30) ესპოოს “მეტრო არენაზე” სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

ტრავმების, კორონავირუსის, მისი პრევენციისა თუ მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ორივე გუნდში სერიოზული დანაკლისია. საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებიან გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი…

ფინეთს კი „ჩიკაგო ბულსის“ ცენტრი მარკანენი გამოაკლდა, ხოლო ბოლო მომენტში შემადგენლობიდან ამოვარდა ვიქტორ სანიკიძის ყოფილი თანაგუნდელი („ბოლონიაში“) პეტრი კოპონენი.

საქართველოს ნაკრები ფინეთთან მატჩისთვის 13-კაციანი შემადგენლობით ემზადება. საბოლოოდ რომელ თორმეტეულს შეარჩევს მწვრთნელი ილიას ზუროსი თამაშის წინ გადაწყვეტს.

ფინეთის ნაკრები

4. მიკო კოივისტო 194სმ/1987 (ვილპასი, ფინეთი)

7. შაუნ ჰაფი 198/1984 (ჰელსინკი, ფინეთი)

9. სასუ სალინი 191/1991 (ტენერიფე, ესპანეთი)

12. მატი ნუუტინენი 200/1990 (კაარინა, ფინეთი)

14. ჰენრი კონტონენი 198/1997 (მორიენი, საფრანგეთი)

19. ელიას ვალტონენი 200/1999 (ტუბინგენი, გერმანია)

20. ალექსანდერ მადსენი 208/1995 (ვეფ რიგა, ლატვია)

21. ედონ მაქსუნი 186/1998 (პარნუ, ესტონეთი)

22. კარლ ლინდბუმი 206/1991 (ოსტროვი, პოლონეთი)

24. ააპელი ალანენი 201/1996 (კატაია, ფინეთი)

31. ჯამარ ვილსონი 185/1984 (კატაია, ფინეთი)

35. ილარი სეპალა 188/1993 (მორიენი, საფრანგეთი)

42. დანიელ დოლენცი 205/1993 (სვანსი, ავსტრია)

43. მაქს ბესელინკი 200/2002 (ჰელსინკი, ფინეთი)

44. რაიტანენი 206/1997 (კობრატი, ფინეთი)

მწვრთნელი: ჰენრიკ დეტმანი (გერმანია)

 

ფინეთი-საქართველოს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.