ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების მეტოქეს სერბი სპეციალისტი გაწვრთნის #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების მეტოქეს სერბი სპეციალისტი გაწვრთნის #1TVSPORT

2022 წლის ევრობასკეტზე, რომელის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოცაა, ჯგუფში ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე რუსეთის ნაკრებია. მოგეხსენებათ, სექტემბრის დასაწყისში ამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბაზარევიჩმა თანამდებობა დატოვა. ახალი მთავარი მწვრთნელი სერბი სპეციალისტი ზორან ლუკიჩი გახდა. იგი პარალელურად რუსული „ნიჟნი ნოვგოროდის“ მწვრთნელიცაა.

50 წლის სერბი სპეციალისტი ნაკრების პარალელურად მუშაობას კლუბშიც განაგრძობს. იგი ნაკრებს პირველად ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთის შეკრებს – რუსები 26 და 29 ნოემბერს იტალიასა და ისლანდიას ეთამაშებიან.