ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი თად მაკფადენი ევრობასკეტის შესარჩევის მეოთხე ტურის სიმბოლურშია
ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი თად მაკფადენი ევრობასკეტის შესარჩევის მეოთხე ტურის სიმბოლურშია

მსოფლიოს მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაცია ფიბა-მ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მასში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენიც მოხვდა.

თადმა გამთამაშებლის პოზიცია დაიკავა. მსროლელის პოზიციაზე შეირჩა გაბრიელ ლუნგბერგი (დანია, 38 ქულა), მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე – პავლე მარჩინკოვიჩი (ხორვატია, 20 ქულა), მძიმე ფორვარდად – ამადეო ტესიტორი (იტალია, 27 ქულა), ცენტრად – გაბე ოლასენი (ბრიტანეთი, 28 ქულა).

შვეიცარიასთან 91:84 მოგებულ მატჩში მაკფადენის სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 24 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი. ჩვენი ნაკრების გამთამაშებელმა 2-დან 2 ორქულიანი, 9-დან 6 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში სიმბოლურ ნაკრებში გიორგი შერმადინი მოხვდა, რომელმაც ფინეთთან გამარჯვებაში 27-ქულიანი წვლილი შეიტანა.