ევრობასკეტი 2022 | საქართველო-ფინეთი, ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა - რეპორტაჟი პირველ არხზე
ევრობასკეტი 2022 | საქართველო-ფინეთი, ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა - რეპორტაჟი პირველ არხზე

საქართევლოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ბოლო მატჩს 21 თებერვალს 19 საათზე ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. პირველი იძულებით: ტრავმირებული კონერ ფრენკამპი ვერ ითამაშებს. 12-კაციან განაცხადში ორი უკანახაზელი ჩაჯდა – ლუკა ზაქრაძე და კახა ჯინჭარაძე.

საქართველოს ნაკრები: გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, დუდა სანაძე, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, გიორგი კორსანტია, გიორგი შერმადინი.

ფინეთის ნაკრებში წინა მატჩისგან განსხვავებით არ ითამაშებს ვეტერანი პეტერი კოპონენი.

ფინეთის ნაკრები: მიკო კოივისტო, ალექს მერფი, შონ ჰუფი, სასუ სალინი, მატი ნუტინენი, ჰენრი კანტონენი, ელიას ვალტონენი, თორ ბიერეგარდი, ედონ მაქსჰუნი, ერიკ მერფი, ილარი სეპალა, დანიელ დოლენცი​