ევრობასკეტი 2022 - ოთხი ძმა ანტენტოკუნმპო საბერძნეთის ნაკრებში, დრაგიჩი ევრობასკეტს უბრუნდება, საბონისი და ვალანჩუნასი ლიეტუვას შეუერთდნენ #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022 - ოთხი ძმა ანტენტოკუნმპო საბერძნეთის ნაკრებში, დრაგიჩი ევრობასკეტს უბრუნდება, საბონისი და ვალანჩუნასი ლიეტუვას შეუერთდნენ #1TVSPORT

„მილუოკი ბაქსის“ ფორვარდმა იანის ანტენტოკუნმპომ „ტვიტერში“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის თავის სამ ძმასთან – კოსტას, ტანასის და ალექს ანტენტოკუმპოებთან ერთად საბერძნეთის ნაკრების ფორმაშია წარმოდგენილი. ძმები ევრობასკეტისთვის ემზადებიან, რომელიც 1-18 სექტემბერს გაიმართება.

„მიხარია, რომ შევძლებთ ამის ერთად გაკეთებას“, – მიაწერა ფოტოს იანისმა.

* * *

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა გამოაცხადა, რომ ითამაშებს ევრობასკეტზე სლოვენიის ნაკრების შემადგენლობაში.

36 წლის დრაგიჩმა ეროვნული ნაკრების ფორმით საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: „მე ვბრუნდები“.

2017 წელს დრაგიჩმა სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი მოიგო.

* * *

ლიეტუვას ნაკრების ლიდერებმა – დომანტას საბონისმა („საკრამენტო“) და იონას ვალანჩუნასმა („ნიუ ორლეანი“) ევრობასკეტისთვის მზადება დაიწყეს.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეები ბოლოები შეუერთდნენ ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბანაკს.