ევრობასკეტი 2022 | მეოთხე ტურის 10 საუკეთესო მომენტს შორის შენგელიას გდება მოხვდა (ვიდეო)

13:16, 03.12.2020

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა. ამ მატჩში ბევრი ეფექტური მომენტი არ ყოფილა, რადგან შვეიცარიელები ცდილობდნენ თამაში მაქსიმალურად ჩაეკეტათ. საბოლოოდ საქართველომ მაინც გაიმარჯვა – 91:84.

შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შემდეგ ფიბა-მ საუკეთესო მომენტების ათეული შეადგინა, რომელშიც შენგელიას ჩატენვაც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ ოთხი მოგებით E ჯგუფის ლიდერია საქართველოს ნაკრები. ჩვენს გუნდს მომდევნო მატჩები თებერვალში ფინეთთან და სერბეთთან ელის.

 

მსგავსი