ევრობასკეტი 2022 | ხორვატიამ, საბერძნეთმა და ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევრობასკეტის საგზური გაინაღდეს (ვიდეო)

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე უდანაკარგოდ ასპარეზობს ხორვატიის ეროვნული ნაკრები, რომელიც, ამჯერად, შვედეთს დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებლად 87-72 სძლია.

ხორვატების რიგებში ყველაზე მეტი 20 ქულა და 8 მოხსნა მარცინკოვიჩის ანგარიშზეა. 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ბილანმა.

ხორვატიის ეროვნული გუნდი D ჯგუფს ოთხიდან ოთხი მოგებით ლიდერობს. მეორე ადგილზე ჰოლანდიის ნაკრებია, რომელმაც თურქეთთან 71-73 წააგო, თუმცა მეორე პოზიცია შეინარჩუნა.

ხორვატებმა ამ მოგებით ევრობასკეტის საგზური გაინაღდეს. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაირკვა კიდევ ორი ნაკრები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ – საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ბოსნიელებმა ლატვია დაამარცხეს, ბერძნებმა – ბულგარეთი.

 

დანია – ჩეხეთი 91-90

ბულგარეთი – საბერძნეთი 78-84 (ოვერტაიმი)

დიდი ბრიტანეთი – მონტენეგრო 74-59

ლიეტუვა – ბელგია 84-71

ავსტრია – სლოვენია 64-77

ბოსნია – ლატვია 79-73