ევრობასკეტი 2022 | კალათბურთელთა ნაკრები ფინეთში გაფრინდა (ფოტო)
ევრობასკეტი 2022 | კალათბურთელთა ნაკრები ფინეთში გაფრინდა (ფოტო)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 24 ნოემბერს, 11:20 საათზე თბილისის აერპორტიდან ფინეთისკენ ჩარტერული რეისით გაფრინდა.

მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით ნებისმიერი თამაშის წინ რეგულაციები გამკაცრებულია. ჩვენს შემთხვევაში კი საქმე „ბაბლთან“ გვაქვს, რაც რამდენიმედღიან შეჯიბრებას გულისხმობს. საქართველოს ნაკრებს და მისი ჯგუფის კიდევ სამ წარმომადგენელს 24-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ერთ ქალაქში, ერთ დარბაზში მოუწევს თამაში და ვარჯიში. ეს ქალაქი ფინური ესპოო იქნება.

28-ში ფინეთს დავუპირისპირდებით, 30-ში – შვეიცარიას.

თბილისიდან ფინეთში სამწვრთნელო შტაბის ნაწილი და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელები გაფრინდნენ. მათ ლეგიონერები, მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გიორგიოს ლიმნაიტისი ესპოოში შეუერთდებიან.