ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა 29 აპრილს, ბერლინში გაიმართება #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა 29 აპრილს, ბერლინში გაიმართება #1TVSPORT

ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა 29 აპრილს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება, – ამის შესახებ ფიბა-მ ოფიციალურად დაადასტურა.

ჩვენი გუნდი მეოთხე კალათაშია, სადაც მასთან ერთად მოხვდნენ გერმანია, უკრაინა და ფინეთი. შესაბამისად ამ სამი გუნდიდან ჩვენს ჯგუფში ვერც ერთი მოხვდება. ევრობასკეტი 2022 ოთხ ქვეყანაში გაიმართება – საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2022 პირველ სექტემბერს დაიწყება. 24 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას 1/8 ფინალში განაგრძობს. პლეი-ოფის მატჩებს გერმანია უმასპინძლებს.