ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსის მიმართვა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს - ყველას დავანახეთ, რომ საქართველო მებრძოლი გუნდია (ვიდეო)
ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ფინეთი მისსავე მოედანზე 91:85 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, გასახდელში ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მოთამაშეებს ემოციურად მიმართა. მან შეახსენა, რასაც ელოდა თამაშის დაწყების წინ:
„თქვენგან ბრძოლას ვითხოვდი. ცუდად, თუ კარგად, ფაქტი ერთია – თქვენ იბრძოლეთ.
ყველას დავანახეთ, რომ საქართველო მებრძოლი გუნდია. დღეს ისტორია დავწერეთ – საქართველომ ფინეთში პირველად მოიგო“.
ბოლოს კი დამშვიდებისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ 30 ნოემბერს შვეიცარიასთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის.
შვეიცარიასთან შეხვედრას, თბილისის დროით 18 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.