ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი მატჩის წინ - შენგელიას გამოცდილება ძალიან გამოგვადგება (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 28 ნოემბერს 21:30 საათზე ქალაქ ესპოოში ფინეთს დაუპირისპირდება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდის მდგომარეობაზე მოკლედ ილაპარაკა.