ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი - ჩვენი მთავარი ამოცანა მოთამაშეთა განვითარებაა (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩს ნოემბრის ბოლოს გამართავს – 28 ნოემბერს ფინეთს დაუპირისპირდება, 30-ში – შვეიცარიას. შეხვედრებს ფინეთის ქალაქი ესპოო უმასპინძლებს. ამ მატჩების წინ კალათბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის ინტერვიუ, რომელშიც იგი მოთამაშეთა დანაკლისზე და ფინურ „ბაბლში“ ნაკრების მიზნებზე ამახვილებს ყურადღებას.