ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი - არ დაგვავიწყდეს, რომ ბევრი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა
ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი - არ დაგვავიწყდეს, რომ ბევრი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მეექვსე მატჩი ფინეთთან თბილისში გამართა და 70:78 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნამატჩევს ყურადღება დანაკლისზე გაამახვილა:

„ურთულესი ბრძოლა იყო, ფინელებმა გამართული კალათბურთი ითამაშეს. მათ ბევრი კარგი მსროლელი ჰყავთ,  რომლებმაც პირველ ტაიმში თავის გუნდს დიდი უპირატესობა მოუპოვეს. თუმცა ჩემი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კონცენტრირება მოახდინეს, ბოლომდე იბრძოლეს და ანგარიშიც გავათანაბრეთ. თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ფანჯარაში ვერ გვეხმარებოდა რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი, მათ შორის თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი. ისინი ამ გუნდს დაემატებიან და ძალიან მებრძოლი ნაკრები გვეყოლება.“