ევრობასკეტი 2022 | გიორგი შერმადინი - თამაშამდეც კარგად გვესმოდა, რას ნიშნავდა გამარჯვება ჩვენი ხალხისთვის (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მიერ ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ფინეთის (91:85) დამარცხების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა საინტერესო ვიდეო, რომელშიც მატჩს მოთამაშეები და მწვრთნელები აფასებენ. მათ შორის გიორგი შერმადინი, რომელმაც ხაზი გაუსვა ფინეთთან გამარჯვების მნიშვნელობას…

30 ნოემბერს ქართველებს კიდევ ერთი მატჩი ელით – შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი შემოგთავაზებთ.