ევრობასკეტი 2022 | გიორგი შერმადინი - ევრობასკეტზე გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება ელით
ევრობასკეტი 2022 | გიორგი შერმადინი - ევრობასკეტზე გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება ელით

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი ფინეთის წინააღმდეგ გამართა და 70:78 დამარცხდა. ამრიგად, ჩვენი გუნდი 4 მოგებითა და 2 წაგებით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. მატჩის შემდგომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი შერმადინმა თამაშის შესახებ ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ 2022-ში, როცა ნაკრებს სრული შემადგენლობა ეყოლება, გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება ელით.

„ეს თამაშები არ იყო ჩვენთვის კარგი. ამ მძიმე პერიოდში გვინდოდა გაგვეხარებინა ჩვენი თავებიც და თქვენც, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. 2022 წელს ევრობასკეტი გველოდება, სადაც ახალი სპორტის სასახლე გვექნება, ისინი ვინც დღეს დაგვაკლდა იქ გვეყოლება და მთელი შემადგენლობით ვითამაშებთ. დღეს თუ ვერ ვისიამოვნეთ, ვისიამოვნებთ 2022 წელს“, – აღნიშნა გიორგი შერმადინმა.