ევრობასკეტი 2022 | ანატოლი ბოისა - შვეიცარიასთან კონცენტრაცია და აგრესია გვჭირდება (ვიდეო)

დღეს, საქართველოს ნაკრები ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე მატჩს შვეიცარიასთან გამართავს. შეხვედრა ეგრედწოდებული ბაბლის ფარგლებში გაიმართება, რომელსაც ფინეთი მასპინძლობს, სადაც E ჯგუფის ოთხივე მონაწილეა (საქართველო, სერბეთი, ფინეთი, შვეიცარია) შეკრებილი. მატჩი 18 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გუშინწინ საქართველომ მასპინძლებს მოუგო, შვეიცარიამ კი სერბეთი დაამარცხა. დღეს ჩვენი მეტოქეა შვეიცარია. საქართველო 3-დან 3 მოგებით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, დანარჩენ სამ გუნდს კი თითო მოგება აქვს.

ფინეთთან მატჩის დეტალებზე საუბრობს და ცხადია, მომავალ მეტოქესაც აფასებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრი, ილიას ზუროსის ასისტენტი, ანატოლი ბოისა.