ევრობასკეტ 2025-ის აღმოჩენა მიკა მუურინენი კარიერას ბელგრადის „პარტიზანში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ევრობასკეტ 2025-ის აღმოჩენა მიკა მუურინენი კარიერას ბელგრადის „პარტიზანში“ გააგრძელებს #1TVSPORT

გასული ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, ფინელი ფოვარდი მიკა მუურინენი კარიერას ევროლიგის გუნდში, ბელგრადის „პარტიზანში“ გააგრძელებს.

18 წლის კალათბურთელმა „პარტიზანთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მუურინენს შეეძლო, სათამაშოდ აშშ-ში დაბრუნებულიყო და მომავალი სეზონი სასკოლო ლიგის გუნდში გაეტარებინა, თუმცა გადაწყვეტილება სერბული კლუბის სასარგებლოდ მიიღო.

ევრობასკეტის დროს ის ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ლიმიტირებულ სათამაშო დროს იღებდა, თუმცა ნაყოფიერად იყენებდა, მუურინენი საშუალოდ 6.6 ქულას აგროვებდა მატჩში მოედანზე გატარებულ 11.1 წუთში. ორქულიანებს ის 87.5-პროცენტიანი სიზუსტით ტყორცნიდა.

ბელგრადის „პარტიზანი“ 2025/2026 წლის ევროლიგის სეზონს „დუბაი ბასკეტთან“ მატჩით გახსნის.