ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციოში საქართველოს მესამე მეტოქე შვეიცარია იქნება
ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციოში საქართველოს მესამე მეტოქე შვეიცარია იქნება

დასრულდა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის წინასაკვალიფიკაციო ეტაპი და საბოლოოდ გაირკვა ის გუნდები, რომლებიც ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში დარჩენილ ოთხ ადგილს შეავსებენ. სანამ შედეგებს გაგაცნობთ, განვმარტავთ, რომ ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირმა სტარტი 2017 წლის შემოდგომიდან აიღო და მასში ევროპის ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდები მონაწილეობდნენ. მათ მოგვიანებით, 2018 წლის შემოდგომიდან მსოფლიო საკვალიფიკაციოს პირველი ეტაპიდან ვერგასული გუნდები შეუერთდნენ. 3-21 აგვისტოს კი დასკვნითი ეტაპი გაიმართა, რომელშიც 12 გუნდი ოთხი ადგილისთვის იბრძოდა.

ჩვენთვის საინტერესო იყო ის ჯგუფი, რომლის გამარჯვებულიც ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს მეტოქე გახდებოდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრაზე ჯგუფში საქართველოს მეტოქეებად სერბეთი და ფინეთი შეირჩა, ხოლო მესამე ოპონენტი ისლანდიას, შვეიცარიას და პორტუგალიას შორის უმჯობესი გახდებოდა. სწორედ ეს 3 გუნდი მონაწილეობდა ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის H ჯგუფში და გუშინ დამთავრებული თამაშების შემდეგ საუკეთესო გამოვლინდა. ჯგუფში სამივე გუნდმა თანაბარი ქულები და 2-2 მოგებ-წაგება დააგროვა. ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა: საუკეთესო გახდა შვეიცარია, რომელმაც ბოლო მატჩში კონკურენტი ისლანდია 24 ქულით დაამარცხა.

სხვა ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს და ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის საგზურები მოიპოვეს დანიამ (ჯგუფში ბელარუსს და ალბანეთს აჯობა), რუმინეთმა (სლოვაკეთი, კვიპროსი) და დიდმა ბრიტანეთმა (კოსოვო, ლუქსემბურგი). შესაბამისად, შესარჩევი ტურნირის ჯგუფებმა სრული და შემდეგი სახე მიიღო:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ევრობასკეტ 2021-ის კიდევ სამი მასპინძელი ქვეყანა – ჩეხეთი, იტალია, გერმანია – შესარჩევ ტურნირში კონკურსის გარეშე თამაშობენ და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე გასულები არიან.

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების სრულ კალენდარს:

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია