„ევროაქტივი“ - ევროკავშირის 13 ქვეყანა ორგანიზაციის გაფართოებას უჭერს მხარს
„ევროაქტივი“ - ევროკავშირის 13 ქვეყანა ორგანიზაციის გაფართოებას უჭერს მხარს

ევროკავშირის 13 ქვეყანა ორგანიზაციის გაფართოებას და ახალი წევრების მიღებას უჭერს მხარს. ამის შესახებ „ევროაქტივი“ წერს. გამოცემის ცნობით, შესაბამის პროექტს აღნიშნული ქვეყნები ბრიუსელში ხვალ წარადგენენ.

ევროკავშირის გაფართოებას მხარს ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები უჭერენ. ესენი ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, იტალია, ავსტრია, ხორვატია, სლოვენია და მალტა.

როგორც ანონიმურმა წყარომ „ევროაქტივთან“ საუბარში განაცხადა, აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირში ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას მოითხოვენ.

როგორც დიპლომატები აცხადებენ, ამ განცხადებით 13 ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირის ინტეგრაცია და გაფართოება პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.

ევროკავშირში ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია ევროკომისია უკვე გასცა, თუმცა გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. როგორც ცნობილია, საფრანგეთი და ნიდერლანდების სამეფო ამ ეტაპზე ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგ გამოდიან.