ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
უეფა-ს ოფისში 21-წლამდელების ნაკრებთა 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის ფინალურ ეტაპს სერბეთი და ალბანეთი უმასპინძლებენ.
ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რეიტინგით მე-17 ადგილზეა და წილისყრისას მეორე კალათაში მოხვდა. გაირკვა, რომ უმცროსი „ჯვაროსნები“ F ჯგუფში ითამაშებენ:
F ჯგუფი: გერმანია, საქართველო, საბერძნეთი, ჩრ. ირლანდია, ლატვია, მალტა.
შესარჩევი ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში ხორვატია დაამარცხა და საკვალიფიკაციო ციკლიდან ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
მიმდინარე წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც სლოვაკეთი უმასპინძლებს, რამაზ სვანაძის 21-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში პოლონეთს, საფრანგეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.