ევრო 2026-ის შესარჩევი პლეი ოფი ფუტსალში | საქართველო - სლოვაკეთი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეორედ შეეცდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას – ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველ მატჩში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სლოვაკეთს უმასპინძლებს. შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
გუნდმა ბოლო ვარჯიში 17 სექტემბერს, მატჩის მასპინძელ დარბაზში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ამჯერად გუნდში ბრაზილიელები არ არიან და ნაკრები მხოლოდ საკუთარ რესურსს ეყრდნობა.
მატჩზე დასწრება თავისუფალია. პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს ბრატისლავაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ბექა ტყემალაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლუკა ხარშილაძე („ისტიკლოლი“, ტაჯიკეთი).
წინა ხაზი: ლევან სვანიძე („პსპ“), გიორგი ჩიმაკაძე („კსუ“), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), არჩილ სებისკვერაძე („კსუ“), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნიკა ხარატიშვილი („ისტიკლოლი“, ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), საბა ტყეშელაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), გიორგი ხაბალაევი („პსპ“), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“).