ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

21:00, 03.06.2026

ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, რომელიც თბილისში, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ იმართება, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და პირველი ქულა მოიპოვა – 1:1.

სტუმრებმა 22-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, მაგრამ პეტარ რაჟნატოვიჩის დარტყმა მეკარემ, დაჩი ჩოჩოშვილმა მოიგერია. ანგარიში კი ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ანდრია ბართიშვილმა 56-ე წუთზე გახსნა – მან პენალტი „პანენკას“ სტილში ეფექტურად შეასრულა. მონტენეგროელებმა წონასწორობა 58-ე წუთზე ანდრია ვუკოიეს გოლით აღადგინეს.

რადგან ჯგუფი სამგუნდიანია, ჩვენი ნაკრები მხოლოდ ორ მატჩს გამართავს და 9 ივნისს, 19:00 საათზე, „პეტრიაშვილი არენაზე“ ისლანდიას დაუპირისპირდება, რომელიც 6 ივნისს მონტენეგროს შეხვდება.

მსგავსი