ევრო 2025 | რუი ჟორჟე - საქართველოს ნაკრები დიდი გუნდია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT
ევრო 2025 | რუი ჟორჟე - საქართველოს ნაკრები დიდი გუნდია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT

ევრო 2025-ის ბოლო ტურში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მოგებული შეხვედრა (4:0) პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუი ჟორჟემ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„დღეს თამაშის დასაწყისში ქართველი ფეხბურთელის გაძევებამ, ცხადია, თამაშზე გავლენა მოახდინა, მერე ანგარიშიც დროულად გავხსენით და უპირატესობა ხელიდან აღარ გაგვიშვია.

ჩვენ ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ შეხვედრა სასურველი შედეგით დავასრულეთ. ახლა მზად ვართ, პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქეს შევხვდეთ. ტურნირის მსვლელობისას პორტუგალიის ნაკრები უკეთესად თამაშობს და იმედია, პლეი ოფშიც ასე იქნება.

ჯერ არაფერი დამთავრებულა, პირიქით, წინ უფრო რთული მატჩები და ძლიერი მეტოქეები გველის.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ფეხბურთს თამაშობს – დიდი გუნდია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს“.