ევრო 2025 | მატის ტელი - საქართველოსთან მოგება, შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების წარმატების საფუძველი გახდეს #1TVSPORT
ევრო 2025 | მატის ტელი - საქართველოსთან მოგება, შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების წარმატების საფუძველი გახდეს #1TVSPORT

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშემ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა მატის ტელმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოსთან დრამატულად მოგებული (3:2) შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„საქართველოს ნაკრებთან მოგება საფრანგეთის ნაკრებისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ძლიერ მეტოქეს შევხვდით, მაგრამ თამაში ბოლო წუთამდე გრძელდება. ჩვენ კონცენტრაცია ბოლომდე შევინარჩუნეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ. მიხარია, რომ ხასიათი გამოვავლინეთ“.

ევრო 2025-ის ჯფუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.