ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლიხტენშტაინი დაამარცხა #1TVSPORT
ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლიხტენშტაინი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მეორე მატჩი გამართა და ლიხტენშტაინთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

ეს ლავრენტი დავითაშვილის გუნდისთვის შესარჩევ ციკლში მოპოვებული პირველი გამარჯვება იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ლიზი კანკიას დუბლით დაამარცხა – „კვარტლის“ თავდამსხმელმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი 79-ე წუთზე გაიტანა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და მასპინძელ ბულგარეთს 2 ქულით ჩამორჩება. დასკვნით შეხვედრას ქართველი გოგონები სწორედ ბულგარელებთან გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში A ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.