ევრო 2025 | გიორგი მაისურაძე – თავიდან დაბნეულები ვიყავით, მაგრამ მერე თამამად შევუტიეთ #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებების მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, უეფა-ს ვერსიით, გიორგი მაისურაძე დასახელდა, რომელმაც მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.
„გოლის დროს მეგონა, რომ ბურთი გადადიოდა, მაგრამ ფეხი მაინც მივარტყი და მიხარია, რომ გორდეზიანმა გაიტანა და მოვიგეთ. იმედია, ქართველ გულშემატკივრებს კიდევ გავახარებთ.
თავიდან გაგვიჭირდა, პირველად ვითამაშეთ ასეთ გუნდთან და არ დავმალავ, ცოტა დაბნეულები ვიყავით, მაგრამ მერე დავმშვიდდით და უფრო თამამად შევუტიეთ.
თამაშამდე მწვრთნელებმა მითხრეს, რომ ყვითელი ბარათი არ მიმეღო, მაგრამ ერთ ეპოზოდში ემოციები ვერე მოვთოკე და მსაჯმა გამაფრთხილა, რაზეც მწვრთნელმა შენიშვნა მომაცა და შევეცდები, შემდეგ თამაშში ასეთი რამ აღარ გავიმეორო“.