ევრო 2024 | საქართველო-შოტლანდიის მატჩის ბილეთები 24 ოქტომბრიდან გაიყიდება #1TSPORT
ევრო 2024 | საქართველო-შოტლანდიის მატჩის ბილეთები 24 ოქტომბრიდან გაიყიდება #1TSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გამართავს. მატჩის ბილეთები TKT.GE-ზე ონლაინრეჟიმში 24 ოქტომბრის 12:00 საათიდან გაიყიდება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

თითოეულ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ორ შეხვედრას გამართავს – 16 ნოემბერს შოტლანდიასთან მატჩი თბილისში 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 19 ნოემბერს ესპანეთთან გასვლითი შეხვედრა – 23:45 საათზე.