ევრო 2023 - საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ევრო 2023 - საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც გუნდი ევრო 2023-ზე ითამაშებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს, ტურნირის ჯგუფურ ეტაპს კი 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

U21 | საბოლოო შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი),

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი)

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 20:00

24 ივნისი | საქართველო – ბელგია | 20:00

27 ივნისი | საქართველო – ნიდერლანდები | 20:00

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს ბათუმი არენა უმასპინძლებს.