ევრო 2023 | საქართველოს ნაკრების მეტოქე - პორტუგალიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ევრო 2023 | საქართველოს ნაკრების მეტოქე - პორტუგალიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ევრო 2023-ის ჯგუფში საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მეტოქის, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რუი ჟორჟემ 25 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთაგან 23 თბილისში ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ გამოემგზავრება.

პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფშია და სამივე მატჩს თბილისში ჩაატარებს. პორტუგალიელები 21 ივნისს საქართველოს ნაკრებს ეთამაშებიან, 24 ივნისს – ნიდერლანდებს, ხოლო 27 ივნისს ბელგიას შეხვდებიან. ყველა მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. თბილისში გუნდი 15 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გამოემგზავრება.

პორტუგალიის ნაკრები:

მეკარეები: სელტონ ბიაი („ვიტორია“), ფრანსისკო მეიშედო („პორტო“), სამუელ სოარეში („ბენფიკა“).

მცველები: ალექსანდრე პენეტრა („ფამალიკაო“), ანდრე ამარო („ვიტორია“), ბერნარდო ვიტალი („ეშტორილ პრაია“), ლეონარდო ლელო („კაზა პია“), ნუნო ტავარეში („მარსელი“), ტომას ტავარეში („სპარტაკი“), ტომას არაუხო („ჟილ ვისენტე“).

ნახევარმცველები: ალფონსო სოუზა („ლეხი“), დავიდ კოსტა („ლანსი“), ანდრე ალმეიდა („ვალენსია“), ფაბიო ვიეირა („არსენალი“), ჟოაო ნევეში („ბენფიკა), ხოსე კარლოსი („ვიტორია“), პაულო ბერნარდო („პაკოშ ფერეირა“), სამუელ კოსტა („ალმერია“), ტიაგო დანტასი (პაოკ), ვასკო სოუზა („პორტო“).

თავდამსხმელი: ფაბიო სილვა („პსვ ეინდჰოვენი“), ფრანსისკო კონსეისაო („აიაქსი“), ენრიკე არაუხო („უოტფორდი“), პედრო ნეტო („ვულვერჰემპტონი“), ვიტინია („მარსელი“).