ევრო 2023 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს და კვიპროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
ევრო 2023 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს და კვიპროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, 15 ივნისს კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს, მაგრამ სად და რომელ სტადიონზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა მარტში, თურქეთის ქალაქ ბელეკში ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე გიორგი გულიაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა.

გასულ კვირას 21-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის 35-კაციანი გაფაროთოებული შემადგენლობა დაასახელა, საბოლოო განაცხადში კი 23 ფეხბურთელი იქნება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს. ჯგუფურ ეტაპს კი 21 ივნისს პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

U21 | გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე („დინამო თბილისი“), ლევან თანდილაშვილი („თელავი“), ნოდარ ყალიჩავა („სამგურალი“).

მცველები: ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (ყველა – „საბურთალო“), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე (ყველა – „დინამო თბილისი“), მათე აბულაძე („სამტრედია“), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), საბა საზონოვი („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა – „დინამო თბილისი“), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (ყველა – „საბურთალო“), ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე (ყველა – „სამგურალი“), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა გაგნიძე („დილა“ გორი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი ლომთაძე („გაგრა“), ცოტნე ფაცაცია („შუქურა“ ქობულეთი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი“, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („დინამო“ ბათუმი), ლადო ჩიხრაძე („სამგურალი“).

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი

20:00 | საქართველო – პორტუგალია

24 ივნისი

20:00 | საქართველო – ბელგია

27 ივნისი

20:00 | საქართველო – ნიდერლანდები

უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.