ევრო 2023 | საქართველომ ოთხჯერ ძვირად ღირებული პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა #1TVSPORT
ევრო 2023 | საქართველომ ოთხჯერ ძვირად ღირებული პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2023-ის ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა პორტუგალია, რომლის მოთამაშეთა ჯამურ შეფასებაც ჩვენი გუნდის მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

Transfermarkt-ის შეფასებით, ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპის მონაწილე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 41.08 მილიონი ევროა.

ამ მაჩვენებლით ჩვენი გუნდი მეტოქეებს ჩამოუვარდება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის პირველ შეხვედრაში, მოქმედ ვიცე-ჩემპიონ პორტუგალიასთან 2:0 გამარჯვებით რამაზ სვანაძის გუნდმა აჩვენა, რომ მსგავსი შეფასება გამარჯვების ან წაგების გარანტირებული საწინდარი არ არის.

ევრო 2023. საქართველოს ჯგუფი. გუნდების ჯამური შეფასება

ნიდერლანდები – 199.70 მილიონი ევრო

პორტუგალია – 165.70

ბელგია – 144.30

საქართველო – 41.08

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები:

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 25.00

ზურიკო დავითაშვილი, ბორდო 2.50

საბა საზონოვი, დინამო მოსკოვი 2.50

ლუკა გაგნიძე, დინამო მოსკოვი 2.00

ირაკლი აზაროვი, ცრვენა ზვეზდა 1.20

გიორგი გოჩოლეიშვილი, დონეცკის შახტარი 1.20

ანზორ მექვაბიშვილი, დინამო თბილისი 1.00