ევრო 2023 | ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - ისრაელთან მოგებით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT
ევრო 2023 | ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - ისრაელთან მოგებით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT

ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟაკ მატისენმა ისრაელთან მოგებული ამხანაგური მატჩი (2:0) შეაფასა.

„მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, თუნდაც ამხანაგურ მატჩში. ფეხბურთელების მონდომებითა და დავალების შესრულების თვალსაზრისით კმაყოფილი ვარ. გასაუმჯობესებელი დეტალები კი გუნდის თამაშში ყოველთვის არის. მთავარი, რაც ამ შეხვედრაში დავინახე – ვარჯიშზე დამუშავებული ელემენტები კარგად გამოვიყენეთ.

ფეხბურთში გაუთვალისწინებელი ამბავი ყოველთვის შეიძლება მოხდეს. გვყავს ტრავმირებული მოთამაშე და ასევე ოთხეული, რომელიც ჯერ ეროვნულ ნაკრებთანაა და მოგვიანებით შემოგვიერთდება, მათ გარეშე მოგება ორმაგად სასიამოვნოა.

ახლა დავისვენებთ და საქართველოში დაგეგმილი მატჩებისთვის მოვემზადებით“, – განაცხადა მატისენმა.

ბელგიელები ისრაელში შეკრებას კვირას დაასრულებენ და თბილისში გამოემგზავრებიან. ისინი ჯგუფურ ეტაპზე 21 ივნისს – ნიდერლანდებს, 24 ივნისს – საქართველოს, ხოლო 27-ში პორტუგალიას ეთამაშებიან.