ევრო 2022-ის უდიდესი სენსაცია - საქართველოს ნაკრები ძლიერი ჯგუფის პირველი გუნდია, რომელიც მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ევრო 2022-ის უდიდესი სენსაცია - საქართველოს ნაკრები ძლიერი ჯგუფის პირველი გუნდია, რომელიც მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის მეოთხედფინალშია – ეს ცნობილი გახდა ნიდერლანდებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის „დ“ ჯგუფში გამართული მეორე ტურის მატჩის შემდეგ, სადაც ესპანეთის ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა.

საქართველოსთან წაგების შემდეგ აზერბაიჯანს ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება აწყობდა – ხოსე ალესიოს გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-10 წუთზე სერხიო ლოზანოს ავტოგოლით ანგარიში გახსნა. ორ წუთში ესპანელებმა წონასწორობა აღადგინეს – აზერბაიჯანელების კარი რაულ გომესმა აიღო, მაგრამ მე-17 წუთზე ისა ატაევმა აზერბაიჯანი მეორედ დააწინაურა.

მეორე ტაიმში ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა აზერბაიაჯნის ნაკრებს შტურმი მოუწყო. ხოსე ალესიოს შეგირდებმა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს დიდი წინაააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ესპანელმა სერხიო ლოზანომ 31-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა და პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა გამოასწორა.

აზერბაიაჯანმა ამის შემდეგ მეკარე წინა ხაზის მოთამაშით შეცვალა და მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია და შეხვედრა 2:2 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს – საქართველო ჯგუფის ლიდერი გახდა და ევრო2022-ის მეოთხედფინალში გასული პირველი გუნდია, რაც ტურნირის უდიდესი სენსაციაა.

ბოსნია-ჰერცეგოვინა გათამაშებას ჯგუფური ეტაპის მესამე ტურით დაასრულებს და სახლში დაბრუნდება, ესპანეთი კი სამი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანს და ჯერ მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული არ აქვს.

„დ“ ჯგუფის სატურნირი ცხრილი

საქართველო 2 6

ესპანეთი 2 4

აზერბაიჯანი 2 1

ბოსნია 2 0

29 იანვარი.

საქართველო – ესპანეთი 20:30

აზერბაიჯანი-ბოსნია-ჰერცეგოვინა 20:30