ევრო 2022-ის მეორე ფინალისტი პორტუგალიაა #1TVSPORT
ევრო 2022-ის მეორე ფინალისტი პორტუგალიაა #1TVSPORT

ევრო 2022-ის ორივე ფინალსიტი ცნობილია. ამსტერდამში გამართულ მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს წინა ჩემპიონატის ფინალისტები, ესპანეთი და პორტუგალია დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში პორტუგალიამ გაიმარჯვა.

ესპანელებმა თამაში კარგად დაიწყეს და ანგარიში მე-17 წამზე რაულ გომესის გოლით გახსნეს. ჩინომ ესპანელების უპირატესობა მე-13 წუთზე ორამდე გაზარდა – ანგარიში არც შესვენებამდე და არც 29-ე წუთამდე არ შეცვლილა. თუმცა ამის შემდეგ პორტუგალიელებმა მეტოქეზე ზეწოლა გაზარდეს, პრესინგით ეთამაშნენ და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ესპანელთა კარში 29-ე წუთზე დანიშნული პენალტი ბრუნო კოელიომ უნაკლოდ გამოიყენა, ხოლო ზიკიმ ეფექტური გოლით წონასწორობა 32-ე წუთზე აღადგინა.

შეხვედრის ბედი ისევ ზიკიმ გადაწყვიტა. მან 39-ე წუთზე დუბლი შეასრულა, პორტუგალია სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ დააწინაურა 3:2 და როგორც გაირკვა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში მესამედ გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალში უკრაინა რუსეთთან 2:3 დამარცხდა. მესამე ადგილისთვის უკრაინა ესპანეთს შეხვდება, ხოლო ფინალში რუსეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება – ორივე მატჩი 6 თებერვალს ამსტერდამში გაიმართება. გადამწყვეტი შეხვედრების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.