ევრო 2021-ს კალენდარი ცნობილია - საქართველოს ქალთა ნაკრები ბოსნია-ჰერცოგოვინათი იწყებს და ამთავრებს
ევრო 2021-ს კალენდარი ცნობილია - საქართველოს ქალთა ნაკრები ბოსნია-ჰერცოგოვინათი იწყებს და ამთავრებს

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩეპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 2019 წლის 30 აგვისტოს სტუმრად, ბოსნია-ჰერცოგოვნიასთან გამართავს და შესარჩევ ეტაპსაც ამავე გუნდთან საშინაო მატჩით დაასრულებს.

ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქალთა ევროპის 2021 წლის ჩეპიონატის შესარჩევი ეტაპის კალენდარი გაირკვა. მანამდე წილისყრაზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები „ბ“ ჯგუფში იტალიის, დანიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

„ბ“ ჯგუფის კალენდარი –

30/08/2019 – ბოსნია-ჰერცოგოვინა – საქართველო
03/09/2019 – საქართველო – იტალია
08/10/2019 – საქართველო – დანია
08/11/2019 – იტალია – საქართველო
12/11/2019 – დანია – საქართველო
05/03/2020 – მალტა – საქართველო
10/03/2020 – ისრაელი – საქართველო
14/04/2020 – საქართველო -ისრაელი
03/06/2020 – საქართველო – მალტა
22/09/2020 – საქართველო – ბოსნია-ჰერცოგოვინა

ფინალურ ეტაპზე ცხრა ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები ავტომატურად გავა. მათ დაემატება 3 საუკეთესო მეორე ადგილოსანი. 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ფლეი-ოფში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო 3 მონაწილეს ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული დანარჩენი ექვსი გუნდი გამოავლენს.