ევრო 2020-ზე რაფინიას შეეძლო იტალიის ნაკრებში ეთამაშა - საბედნიეროდ, ჩემმა პასპორტმა დააგვიანა #1TVSPORT
ევრო 2020-ზე რაფინიას შეეძლო იტალიის ნაკრებში ეთამაშა - საბედნიეროდ, ჩემმა პასპორტმა დააგვიანა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა რაფინიამ მოყვა იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა ჰქონდა ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრებში ეთამაშა.

„ახლოს ვიყავი იმასთან, რომ მიმეღო იტალიის ნაკრების გამოძახება. უნდა წავსულიყავი ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს. პრაქტიკულად მზად ვიყავი. საბედნიეროდ, პასპორტი ვერ მომცეს დროულად.

მირეკავდნენ იტალიის ნაკრებიდან. ჟორჟინიო ხშირად მირეკავდა. იტალიელმა მწვრთნელებმა ჩემთვის ფანტასტიკური პროექტი მოამზადეს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მაგრამ იმ დროს, გულის სიღრმეში ჯერ ისევ ვიმედოვნებდი, რომ შევძლებდი ბრაზილიის ნაკრების მაისურის ჩაცმას. და, საბედნიეროდ, ვერ მივიღე დროულად იტალიის პასპორტი“, – განაცხადა რაფინიამ Isa Visita-ს პოდკასტში.

Sky Sport Italia აღნიშნავს, რომ რაფინიას იტალიის ნაკრებში გამოსვლა მამის იტალიური მოქალაქეობის წყალობით შეეძლო.