ევრო 2020, შესარჩევის H ჯგუფი - მსოფლიოს ჩემპიონმა კარში დაურტყმელად წააგო (ვიდეო)
ევრო 2020, შესარჩევის H ჯგუფი - მსოფლიოს ჩემპიონმა კარში დაურტყმელად წააგო (ვიდეო)

თურქეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შენიოლ გიუნეშმა მოკლე დროში ისე გარდაქმნა გუნდი, რომ თურქებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს მსოფლიოს ჩემპიონს.

საფრანგეთს მუდმივად ეპარებოდა მასპინძელთა შეტევები და ამ ყველაფერმა ვარანის შეცდომა და აიჰანის გოლი გამოიწვია. სტუმრები პრაქტიკულად ყველა ორთაბრძოლას აგებდნენ და 10 წუთში ჩენგიზ უნდერმა პაუზაზე დაიჭირა ლორისი – 2:0. ბოლოს საფრანგეთს შესვენებამდე ორი გოლი 2010 წელს ჰქონდა გაშვებული.

მეორე ტაიმში დიდიე დეშამმა შეტევის გაძლიერებაზე იზრუნა, მაგრამ მასპინძლების კონტრშეტევები გაცილებით სახიფათო ჩანდა – ლორისს სამჯერ მოუწია თავისი გუნდის გადარჩენა.

საბოლოოდ, საფრანგეთმა, პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, მატჩში ვერც ერთი ზუსტი დარტმა ვერ შეასრულა, მისმა ლიდერმა კილიან მბაპემ კი პირადი ანტი-რეკორდი დაამყარა – 22-ჯერ დაკარგა ბურთი.

თურქეთმა თავის ისტორიაში პირველად მოუგო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გიუნეში კი ნაკრების პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც მუშაობა ზედიზედ ხუთი მოგებით დაიწყო.

ისლანდია-ალბანეთი 1:0

გოლი: 1:0 გუდმუნდსონი (22)

მოლდოვა-ანდორა 1:0

გოლი: 1:0 არმასი (8)

გაძევება: იონიტა (47. მოლდოვა)

თურქეთი-საფრანგეთი 2:0

გოლები: 1:0 ქაან აიჰანი (30), 2:0 ჩენგიზ იუნდერი (40)

თურქეთი: მერქ გუნოქი – ზექი ჩელიქი, ქაან აიჰანი, მერიჰ დემირალი, ჰასან ალი ქალდრიმი – მაჰმუთ თექდემირი, დორუხან თოქოზი (90. აბდულქადირ ომური) – ჩენგიზ იუნდერი (85. იუსუფ იაზიჩი), ირფან ქაჰვეჩი (80. ოზან თუფანი), ქენან ქარამანი – ბურაქ ილმაზი.

საფრანგეთი: ლორისი – პავარი, ვარანი, უმტიტი, დინე (46. მენდი) – სისოკო, მატუიდი (46. კომანი), პოგბა – მბაპე, ჟირუ (72. ბენ იედერი), გრიზმანი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. თურქეთი 3 3 0 0 8:0 9

2. საფრანგეთი 3 2 0 1 8:3 6

3. ისლანდია 3 2 0 1 3:4 6

4. ალბანეთი 3 1 0 2 3:3 3

5. მოლდოვა 3 1 0 2 2:8 3

6. ანდორა 3 0 0 3 0:6 0

11 ივნისი

ისლანდია-თურქეთი (22:45)

ანდორა-საფრანგეთი (22:45)

ალბანეთი-მოლდოვა (22:45)