ევრო 2020, შესარჩევის C ჯგუფი - გერმანიამ ლიოვის გარეშე მოიგო (ვიდეო)
ევრო 2020, შესარჩევის C ჯგუფი - გერმანიამ ლიოვის გარეშე მოიგო (ვიდეო)
ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსს გერმანია მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის გარეშე ეწვია, რომელმაც ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და საავამდყოფოში მოხვდა. მის ნაცვლად, ბუნდესნაკრებს მარკუს ზორგი ხელმძღვანელობდა.
გერმანია მე-100 მატჩს ატარებდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში. გუნდმა უკვე ჩვეული სათამაშო სქემა აირჩია – სამი ცენტრალური მცველი და მსუბუქი შეტევითი ხაზი კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე.
სტუმრებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს – კიმიხის პასის შემდეგ, სანემ დრიბლინგით აუარა გვერდი მცველებს და შანსი არ დაუტოვა მეკარე ჰუტორს, რომელიც ბელარუსთა რიგებში საუკეთესო იყო.
სანემ ნაკრების ბოლო ხუთ მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა, თუმცა ამან ვერ გატეხა ბელარუსი. პირიქით, კლოსტერმანმა ბოლო მომენტში დაბლოკა დრაგუნის დარტყმა, ერთხელ კი ნოიერს მოუწია ურთულესი ბურთის მოგერიება. გამარჯვებულის საკითხი გერმანელებმა მეორე ტაიმის შუაში მოხსნეს, როცა ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი მარკო როისი ოსტატურად შეიჭრა თავისუფალ ზონაში.
ბელარუსს სამიდან სამი წაგება აქვს, ისევე როგორც ესტონეთს, რომელიც ახლოს იყო ჩრდილოეთ ირლანდიის შეჩერებასთან. მასპინძლები დიდი ხანი იგებდნენ ვასილიევის შესანიშნავი ჯარიმის შემდეგ, მაგრამ მარტინ ო’ნილის გუნდმა სამ წუთში ორი გოლი გაიტანა და ჩრდილოეთ ირლანდიამ ზედიზედ მეორე ევროპული შესარჩევი ციკლი დაიწყო მიყოლებით სამი მოგებით.
ესტონეთი-ჩრ. ირლანდია 1:2
გოლები: 1:0 ვასილიევი (25), 1:1 ვაშინგტონი (77), 1:2 მაგენისი (80)
ბელარუსი-გერმანია 0:2
გოლები: 0:1 სანე (13), 0:2 როისი (62)
გერმანია: ნოიერი – ტა, გინტერი, ზიულე, შულცი – კლოსტერმანი, გიუნდოგანი (81. გორეტცკა) – გნაბრი (71. დრაქსლერი), კიმიხი, სანე – როისი (76. ბრანდტი).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩრ. ირლანდია 3 3 0 0 6:2 9
2. გერმანია 2 2 0 0 5:2 6
3. ჰოლანდია 2 1 0 1 6:3 3
4. ესტონეთი 2 0 0 2 1:4 0
5. ბელარუსი 3 0 0 3 1:8 0
11 ივნისი
გერმანია-ესტონეთი (22:45)
ბელარუსი-ჩრ. ირლანდია (22:45)