ევრო 2020. შესარჩევი. G ჯგუფი - პოლონეთმა ზედიზედ მესამე მოიგო
ევრო 2020. შესარჩევი. G ჯგუფი - პოლონეთმა ზედიზედ მესამე მოიგო

პოლონეთის ნაკრებს სტუმრად მაკედონიის წინააღმდეგ დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ პირველ ტაიმში ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად კარში. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა შესვენების შემდეგ, როცა შეცვლაზე შევიდა „მილანის“ ფორვარდი კშიშტოფ პიონტეკი. მისი პირველივე დარტყმა საგოლე აღმოჩნდა.

პოლონეთმა უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ეს მისი ზედიზედ მესამე მოგებაა და წინ ელოდება საშინაო შეხვედრა სენსაციურად მეორე ადგილზე გადასულ ისრაელთან.

G ჯგუფი

ლატვია-ისრაელი 0:3

გოლები: 0:1 ზაჰავი (10), 0:2 ზაჰავი (60), 0:3 ზაჰავი (81)

მაკედონია-პოლონეთი 0:1

გოლი: 0:1 პიონტეკი (47)

პოლონეთი: ფაბიანსკი – კაძიორა, ბედნარეკი, გლიკი, ბერეზინსკი – კლიხი (90. გორალსკი), კრიხოვიაკი – ფრანკოვსკი (46. პიონტეკი), ზიელინსკი, გროსიცკი (69. რიბუსი) – ლევანდოვსკი.

ავსტრია-სლოვენია

გოლი: 1:0 ბურგშტალერი (74)

თ მ ფ წ ბ ქ

1. პოლონეთი 3 3 0 0 4:0 9

2. ისრაელი 3 2 1 0 8:3 7

3. მაკედონია 3 1 1 1 4:3 4

4. ავსტრია 3 1 0 2 3:5 3

5. სლოვენია 3 0 2 1 2:3 2

6. ლატვია 3 0 0 3 1:8 0

10 ივნისი

პოლონეთი-ისრაელი (22:45)

ლატვია-სლოვენია (22:45)

მაკედონია-ავსტრია (22:45)