ევრო 2020, შესარჩევი ეტაპის J ჯგუფი - იტალიამ რეკორდებით გაიმარჯვა (ვიდეო)
ევრო 2020, შესარჩევი ეტაპის J ჯგუფი - იტალიამ რეკორდებით გაიმარჯვა (ვიდეო)

იტალიელებმა სტუმრად შანსი არ დაუტოვეს ბერძნებს (0-3), თან ორი რეკორდი დაამყარეს – ევროპის შესარჩევში ზედიზედ მე-20 მატჩში გაიტანეს და ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს. სტუმრებს ნებისმიერი სტილის გოლები გაჰქონდათ, ყველაზე ლამაზი კი აღმოჩნდა ინსინიეს გოლი – ნეაპოლელმა შორეულ მაღალ კუთხეში ჩაახვია.

ამ ჯგუფში მნიშვნელოვანი მომენტი გახდა სენსაციური შედეგი ტამპერეში, სადაც ჯერჯერობით უდანაკარგოდ მოთამაშე ფინელებმა აჯობეს დისკვალიფიცირებული პიანიჩის გარეშე მოთამაშე ბოსნიას. ამ გუნდის დაცვას ორჯერ გაუმკლავდა პუკი. ჩემპიონშიპის საუკეთესო ბომბარდირმა (29 გოლი) და პრემიერლიგაში გადასული „ნორვიჩის“ ლიდერმა ზუსტად დაარტყა საჯარიმოს ხაზიდან, შემდეგ კი კონტრშეტევა დაასრულა.

ფინეთი-ბოსნია 2:0

გოლები: 1:0 პუკი (56), 2:0 პუკი (68)

სომხეთი-ლიხტენშტაინი 3:0

გოლები: 1:0 ღაზარიანი (2), 2:0 კარაპეტიანი (18), 3:0 ბარსეღიანი (90+1)

საბერძნეთი-იტალია 0:3

გოლები: 0:1 ბარელია (23), 0:2 ინსინიე (30), 0:3 ბონუჩი (33)

იტალია: სირიგუ – ფლორენცი, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი (68. დე შილიო) – ბარელია, ჟორჟინიო, ვერატი (81. პელეგრინი) – კიეზა, ბელოტი (84. ბერნარდესკი), ინსინიე.

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 3 3 0 0 11:0 9

2. ფინეთი 3 2 0 1 4:2 6

3. საბერძნეთი 3 1 1 1 4:5 4

4. ბოსნია 3 1 1 1 4:5 4

5. სომხეთი 3 1 0 2 4:4 3

6. ლიხტენშტაინი 3 0 0 3 0:11 0

11 ივნისი

ლიხტენშტაინი-ფინეთი (22:45)

იტალია-ბოსნია (22:45)

საბერძნეთი-სომხეთი (22:45)