ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი - კენჭისყრის შედეგები
ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი - კენჭისყრის შედეგები

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეებთან ერთად, რა თქმა უნდა, სხვა ქვეჯგუფების შემადგენლობებიც დაკომპლექტდა.

საბოლოოდ შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი 20 ნაკრების ვინაობა, 10 ქვეჯგუფში გამართული მატჩებით გაირკვევა. ჯგუფები კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი

ინგლისი, ჩეხეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, კოსოვო

B ჯგუფი

პორტუგალია, უკრაინა, სერბეთი, ლიეტუა, ლუქსემბურგი

C ჯგუფი

ჰოლანდია, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, ბელარუსი

D ჯგუფი

შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი

E ჯგუფი

ხორვატია, უელსი, სლოვაკეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი

F ჯგუფი

ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ფარერის კუნძულები, მალტა

G ჯგუფი

პოლონეთი, ავსტრია, ისრაელი, სლოვენია, მაკედონია, ლატვია

H ჯგუფი 

საფრანგეთი, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, მოლდოვა, ანდორა

I ჯგუფი

ბელგია, რუსეთი, შოტლანდია,  კვიპროსი, ყაზახეთი, სან მარინო

J ჯგუფი

იტალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ფინეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ლიხტენშტეინი

შესარჩევი ეტაპის მატჩების განრიგი კი შემდეგნაირია:

I ტური. 21-23 მარტი
II ტური. 24-26 მარტი
III ტური. 7-8 ივნისი
IV ტური. 10-11 ივნისი
V ტური. 5-7 სექტემბერი
VI ტური. 8-10 სექტემბერი
VII ტური. 10-12 ოქტომბერი
VIII ტური. 13-15 ოქტომბერი
IX ტური. 14-16 ნოემბერი
X ტური. 17-19 ნოემბერი

როგორც ცნობილია, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შესარჩევი ტურნირიდან ან „ერთა ლიგიდანაა“ შესაძლებელი. ფინალურ ტურნირზე 20 გუნდი მოხვდება, რომლებიც შესარჩევ ტურნირს წარმატებით გაივლიან: ორი-ორი გუნდი თითო ჯგუფიდან – გამარჯვებული და მეორეადგილოსანი. გარდა ამისა, კიდევ ოთხ საგზურს უეფა 2018-20 წლების „ერთა ლიგიდან“ ანაწილებს.

ევრო-2020 12 ქვეყნის 12 ქალაქში გაიმართება: ლონდონი (ინგლისი), ბაქო (აზერბაიჯანი), მიუნხენი (გერმანია), რომი (იტალია), სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), ამსტერდამი (ჰოლანდია), ბილბაო (ესპანეთი), ბუქარესტი (რუმინეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), კოპენჰაგენი (დანია), დუბლინი (ირლანდია), გლაზგო (შოტლანდია). ფინალური მატჩი კი ლონდონში, ლეგენდარულ „უემბლიზე“ გაიმართება.