ევრო 2020. შესარჩევი. A ჯგუფი - სკანდალი და ცარიელი ტრიბუნები მონტენეგროში
ევრო 2020. შესარჩევი. A ჯგუფი - სკანდალი და ცარიელი ტრიბუნები მონტენეგროში

A ჯგუფის ფავორიტი ინგლისის ნაკრები შესარჩევისგან ისვენებს, რადგან ერთა ლიგის ფინალურ ტურნირზე თამაშობს. ამიტომაც, ამ ქვეჯგუფში გამართულ მატჩებს არ ჰქონიათ ხმაურიანი აფიშა, თუმცა, ერთ-ერთი მატჩი სკანდალით აღინიშნა.

მონტენეგროსა და კოსოვოს მატჩს, თავიდანვე მიანიჭეს მაღალი რისკის ფაქტორი. მაგრამ ეს არ გაითვალისწინა უეფამ, ამიტომაც მოხდა მორიგი სკანდალი. როგორც მონტენეგროელი ჟურნალისტები წერენ, სერბული ფესვების მქონე სტოიკოვიჩსა და ივანიჩზე სამშობლოდან ზეწოლა განხორციელდა და მათ უარი თქვეს თამაშზე. სამწვრთნელო სკამზე კი არ იყო მთავარი მწვრთნელი, ასევე სერბი ლიუბიშ ტუმბაკოვიჩი. მას გადაყენება ემუქრება, რადგან მონტენეგრო ჯგუფის აუტსაიდერია.

სხვათა შორის, ეს მატჩი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდა – ასე დასაჯა უეფამ მონტენეგრო ინგლისთან მატჩში გამოვლენილი რასიზმისთვის.

A ჯგუფი
მონტენეგრო-კოსოვო 1:1
გოლები: 0:1 რაშიკა (24), 1:1 მუგოსა (69)
ჩეხეთი-ბულგარეთი 2:1
გოლები: 0:1 ისა (3-პენ), 1:1 შიკი (19), 2:1 შიკი (50)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 2 2 0 0 10:1 6
2. ჩეხეთი 2 1 0 1 2:6 3
3. კოსოვო 2 0 2 0 2:2 2
4. ბულგარეთი 3 0 2 1 3:4 2
5. მონტენეგრო 3 0 2 1 3:7 2

10 ივნისი
ჩეხეთი-მონტენეგრო (22:45)
ბულგარეთი-კოსოვო (22:45)

დატოვე კომენტარი