ევრო 2020 რომში გაიხსნება
ევრო 2020 რომში გაიხსნება

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფა-ს აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ევრო 2020-ის 6 ქვეჯგუფი 12 მასპინძელ ქალაქზე გაადანაწილეს:

A ჯგუფი: რომი და ბაქო
B ჯგუფი: სანკტ-პეტერბურგი და კოპენჰაგენი
C ჯგუფი: ამსტერდამი და ბუქარესტი
D ჯგუფი: ლონდონი და გლაზგო
E ჯგუფი: ბილბაო და დუბლინი
F ჯგუფი: მიუნხენი და ბუდაპეშტი.

ასევე გაირკვა, რომ გახსნის მატჩის ჩატარება რომის „სტადიო ოლიმპიკოს“ მიანდეს.

D ჯგუფში ლონდონის ნაცვლად მატჩები ბრიუსელს უნდა მიეღო, მაგრამ ბელგიის დედაქალაქი დაისაჯა იმის გამო, რომ ჩაუვარდა ახალი სტადიონის მშენებლობის ვადები. ასე რომ, ლონდონის “უემბლის” სტადიონი ოთხ მატჩს მიიღებს. წინასწარ იყო ცნობილი, რომ ამავე ქალაქში გაიმართება ნახევარფინალები და ფინალი.