ევრო 2020-ის შესარჩევი იწყება - საქართველო-შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ევრო 2020-ის შესარჩევი იწყება - საქართველო-შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 9 მარტიდან დაიწყო.

საქართველო შვეიცარიას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩში 23 მარტს დაუპირისპირდება.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო-შვეიცარიის მატჩის ბილეთების „დინამო არენას“ სალაროებში გაყიდვა მოგვიანებით, 16 მარტს დაიწყება.

საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 23 მარტს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.