ევრო 2020-ის შემდეგ, წლევანდელი კოპა ამერიკაც 2021 წლისთვის გადაიტანეს

18:04, 17.03.2020

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფედერაციამ (CONMEBOL) 2020 წლის კოპა ამერიკა 2021 წლისთვის გადაიტანა. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, – იტყობინება Globo Esporte.

წყაროს ცნობით, CONMEBOL-მა თავისი მთავარი ტურნირი უეფა-ს გადაწყვეტილების შემდეგ გადაიტანა, თუმცა, ჯერ ოფიციალურად ამის შესახებ არ გამოუცხადებია.

2020 წელს კოპა ამერიკა 12 ივნისიდან 12 ივლისამდე არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა გამართულიყო.

მსგავსი