ევრო 2020-ის შემდეგ, ფერან ტორესმა ბავშვებთან ერთად პლაჟი დაასუფთავა #1TVSPORT
ევრო 2020-ის შემდეგ, ფერან ტორესმა ბავშვებთან ერთად პლაჟი დაასუფთავა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში წაგების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების შემტევი ფერან ტორესი შვებულებაში გაემგზავრა, მაგრამ არა რომელიმე ეგზოტიკურ ან მდიდრულ კურორტზე, არამედ ვალენსიაში, სადაც 12-17 ივლისის პერიოდი ახალგაზრდა თაყვანისმცემლებთან ერთად გაატარა. მან პლაჟზე ბავშვებთან ერთად იმუშავა და თავისი მაგალითით უჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია პლასტიკური მასალებისგან სანაპიროს დასუფთავება. ფერან ტორესმა 40 ბავშვთან ერთად პლაჟზე 13 ტომარა ნაგავი შეაგროვა.

ტორესმა დააარსა საბავშვო ბანაკი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან 5-16 წლის ასაკის ბავშვები. ბანაკის შექმნის მიზანია – ასწავლონ ბავშვებს ეკოლოგიის პრინციპები. „ტვიტერში“ ფერანმა დაწერა, რომ ამგვარი გზით გახდა ბავშვებისთვის მაგალითი.

ფერან ტორესმა ევრო 2020-ზე ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.