ევრო 2020-ის გამოტოვება კიდევ ერთ ჰოლანდიელს ემუქრება
ევრო 2020-ის გამოტოვება კიდევ ერთ ჰოლანდიელს ემუქრება

ჰოლანდიის ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს ემუქრება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გამოტოვება.

„ეინდჰოვენის“ შემტევმა ნახევარმცველმა დონიელ მალენმა ტრავმა მიიღო ერედივიზიონის ბოლო ტურის მატჩში „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ.

ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა და შეიძლება ნახევარი წელი გამოტოვოს ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო. ასე რომ, მისი გამოსვლა ევრო 2020-ზე ეჭვის ქვეშაა.

დონიელ მალენს ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული ჰოლანდიის ნაკრებში. მის ანგარიშზეა ერთი გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა „ლიონის“ფორვარდმა მემფის დეპაიმ.