ევრო 2020-ის 24 ფინალისტიდან 19 ცნობილია
ევრო 2020-ის 24 ფინალისტიდან 19 ცნობილია

ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა სათამაშო დღის შემდეგ, კიდევ ორი ფინალისტი გაირკვა. D ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიისა და დანიის ნაკრებები გავიდნენ.

დღეისთვის, 24 ფინალისტიდან ცნობილია 19:

ბელგია, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, შვედეთი, ფინეთი, ხორვატია, გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია, პორტუგალია, შვეიცარია, დანია და რუსეთი.

ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყნის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში შედგება.