ევრო 2020-ის 24 ფინალისტიდან 12 ცნობილია

09:54, 16.11.2019

ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, კიდევ ორი ფინალისტი გაირკვა: შვედეთი და ფინეთი, რომელიც თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებს დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე.

ასე რომ, ამ მომენტისთვის 24 ფინალისტიდან ცნობილია 12:

ბელგია, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, შვედეთი, ფინეთი და რუსეთი.

მსგავსი